სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის უვნებლობის საკითხებზე მედიის წარმომადგენლებისთვის კახეთში მედიატური ჩაატარა. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს სურსათის უვნებლობის ძირითადი მიმართულებები, არსებული კანონმდებლობა და გამოწვევები გააცნეს. ასევე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე.