სახელმწიფო უწყებებში შტატგარეშეთა ანაზღაურება იზრდება. წელს, 6 თვეში, სახელმწიფო უწყებებში ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულთა ანაზღაურებამ 242 მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა, რაც 47,1 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, შტატგარეშეთა ანაზღაურების მოცულობით, პირველ ადგილზეა ჯანდაცვის სამინისტრო, 80 მლნ ლარზე მეტით, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსდევს.