ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე 2 დღით ადრე, საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ მაღალაჩნოსანს ეპატიჟება. მათ შორის "ქართული ოცნების" ლიდერებს, ყოფილ და მოქმედ პრემიერებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს. ღონისძიებაში მონაწილეობას ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს ელჩიც მიიღებს. შეკრების მიზანია იმის ჩვენება, რომ საქართველოში ყველა - ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერია. ამავე შეკრებაზე ელჩებს, კამპანია “ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში მოქალაქეების შეგროვებული ხელმოწერები გადაეცემათ. ვინ მივა სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე? პასუხი კითხვას ხვალ გაეცემა, იქამდე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ "ქართული ოცნება" ათონელის რეზიდენციაში არ მივა.