ევროპული საბჭოს ისტორიულ სხდომამდე, ჩვენს ქვეყანას მხარდაჭერას ჩეხეთის პრეზიდენტიც უცხადებს. აღნიშნულის შესახებ პეტრ პაველმა ჩეხეთში მყოფ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. მხარეებმა საქართველოს ევრომისწრაფებებზე, უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის აგრესიასა და მის შედეგებზე იმსჯელეს. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთში კვლავ მთავრობასთან შეუთანხმებლად გაემგზავრა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ვიზიტებით "კონსტიტუციის უხეშ დარღვევას აგრძელებს".