საქართველოს მთავრობამ 2024-27 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებასაც გულისხმობს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის რევაზ ჯაველიძის ინფორმაციით, სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დეზინფორმაციასა და ყალბი ახალი ამბების წინაღმდეგ ბრძოლაა. მისი თქმით, დოკუმენტის შექმნის მიზანია, მთავრობასა და საზოგადოებას შორის თანმიმდევული და კოორდინირრბული ერთიანი ხედვა შემუშავდეს. ჯაველიძემ ასევე აღნიშნა,რომ დოკუმენტში ევროკომიისის მიერ მითითებულ საკითხბზეა ყურადღება გამახვილებული.