საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 13 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს გადასცემს. ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში ელოდება მთავრობის როგორც მოქმედ წევრებს, ისე ყოფილი ხელისფლებების წარმომადგენლებსაც, თუმცა მედიასთან საუბრისას ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ დიდ შეხვედრაზე მისვლას არ აპირებენ.