ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბებას ითხოვს. განცხადება ხატია დეკანოიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გააკეთა. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეების უფლებების დასაცავად, იმ საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენება, რაც ქვეყანას გააჩნია. კომიტეტის სხდომა თავმჯდომარემ სამძიმრით დაიწყო.