იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირადობის არაელექტრონულ მოწმობებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა დაჩქარებული წესით განიხილეს. პროექტის თანახმად 2024 წლისპირველი ივლისიდან ისეთი არაელექტრონული პირადობის მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული. მმართველი პარტიის ინფორმაციით, აღნიშნულ პროცესებში იუსტიციის სამინისტროც ჩაერთვება. ოპოზიციის განცხადებით კომიტეტზე მხარეები შეთანხმდნენ რომ ლამინირებული პირადობის მოწმობები მასობრივად არ გამოიყენება.