ენდიაი მორიგ კვლევას აქვეყნებს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება. მეტიც გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. გარდა ამისა, მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ემიგრაცია, მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა წარმოადგენს. ასევე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს. კიდევ რაზეა ენდიაის ახალ კვლევაში გამახვილებული ყურადღება და რა შეფასებები კეთდება დეპუტატების მხრიდან მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.