ხმაურიანი პროცესები ნაციონალურ მოძრაობაში გრძელდება. ამჯერად პარტია ბაჩო დოლიძემ დატოვა. პოლიტიკური მოძრაობის ყოფილი საორგანიზაციო მდივანი ამბობს, რომ მისი პოზიციები ახალ მენეჯმენტთან შეუთავსებელია და გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი პარტიაში არაფორმალური მმართველობაა. როგორც დოლიძე განმარტავს, ის ახალ პარტიას შეუერთდება, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნება. ოპოზიციურ პარტიაში არსებულ ვითარების შესახებ სალომე ჯაფარიძის სიუჟეტიდან გავიგებთ.