სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს და სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაც ამის ნათელი დადასტურებაა.
პეტრ პაველმა საქართველოს პრეზიდენტი პრაღის სასახლეში მიიღო.
პრეზიდენტმა სასახლის ეზოში ჯერ ეროვნული ჰიმნები შესრულდა, შემდეგ კი ერთობლივ შეხვედრაზე გადაინაცვლეს.
როგორც მედია აღნიშნავს, ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, უკრაინაში რუსეთის აგრესიასა და კავკასიაში არსებულ ვითარებას განიხილავს.
პრეზიდენტ, პაველის გარდა სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტ, მილოშ ვისტრჩილთან და ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერ, მარკეტა პეკაროვასთანაც გამართავს