გიორგი მარგველაშვილი არ აპირებს მივიდეს ზურაბიშვილის დაანონსებულ დიდ შეკრებაზე - Palitra News

გიორგი მარგველაშვილი არ აპირებს მივიდეს ზურაბიშვილის დაანონსებულ დიდ შეკრებაზე

2023-12-11 17:00:39+04:00

გიორგი მარგველაშვილი არ აპირებს მივიდეს ზურაბიშვილის დაანონსებულ დიდ შეკრებაზე. მას უკვირს, რატომ არ ახსენა სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლაში ყოფილი პრეზიდენტები, რომელთაც ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ბევრი აქვთ გაკეთებული. მარგველაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მისი ხელმოწერა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დოკუმენტზე, როცა მას ხელს მიხეილ სააკაშვილი მოაწერს.