გიორგი მარგველაშვილი არ აპირებს მივიდეს ზურაბიშვილის დაანონსებულ დიდ შეკრებაზე. მას უკვირს, რატომ არ ახსენა სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლაში ყოფილი პრეზიდენტები, რომელთაც ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ბევრი აქვთ გაკეთებული. მარგველაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მისი ხელმოწერა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დოკუმენტზე, როცა მას ხელს მიხეილ სააკაშვილი მოაწერს.