რუსეთს, საქართველოსთვის გადასახდელი დავალიანება 133.4 მილიონ ევრომდე გაეზარდა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ბოლო კვარტალურ შეხვედრაზე. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ევროპულმა სასამართლომ, მიმდინარე წლის აპრილში დაადგინა, რომ რუსეთს საქართველოს მთავრობისთვის 129 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა სამი თვის განმავლობაში. თუმცა, როგორც ევროპის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთს ეს თანხა არ გადაუხდია. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, თანხა დაუყოვნებლად გადაიხადოს.