ისრაელის საჰაერო ძალებმა, სახმელეთო ჯარების მითითებით, ღაზის სექტორში „ჰამასის“ ათობით მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
მათივე ცნობით, ერთ-ერთი ოპერაციის დროს ღაზის სექტორის ქალაქ შეჯაიაში „ჰამასის“ შეიარაღებული წევრების იდენტიფიცირება და უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა. მეორე ოპერაციის დროს კი დარტყმა მიაყენეს ჯანდაცვის კლინიკიდან გამოსული შეიარაღებული პირების ჯგუფს.