რუსეთის გაჩერება უკრაინაში აუცილებელია, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „სიენენთან“ ინტერვიუში გააკეთა. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს შეუძლია, აშშ უფრო ფართო კონფლიქტში ჩაითრიოს. მისი თქმით, პუტინი უკრაინაში არ გაჩერდება და ის შესაძლოა, თავს დაესხას ნატო-ს წევრ ქვეყანას. ეს კი ამერიკის კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს