გამთენიისას უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა, რის შემდეგაც საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ინფორამაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციასა და უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, კიევზე რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა შენობები. მედია წერს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე გაანადგურა მტრის რვა რაკეტა და 18 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რაკეტის ფრაგმენტები ჩამოვარდა დასახლებულ რაიონებში, რამაც საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა. ღამის განმავლობაში ავდეევკის მიმართულებით 82 სამხედრო შეტაკება დაფიქსირდა. ბახმუტის მიმართულებით კი თავდაცვის ძალებმა მტრის 11 შეტევა მოიგერიეს