ისრაელი ღაზის სექტორში "ჰამასის" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს - ისრაელი იქ მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს - Palitra News

ისრაელი ღაზის სექტორში "ჰამასის" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს - ისრაელი იქ მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

2023-12-11 12:28:57+04:00

ისრაელი ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. „ცაჰალის“ მთავარი ძალისხმევა ისევ ანკლავის სამხრეთ ნაწილში, ჰან იუნისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზეა კონცენტრირებული. ოპერაციის ინტენსივობის კიდევ უფრო გაზრდის ფონზე, ისრაელი იქ მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. სამხედრო ოპერაციის ფარგლებში „ცაჰალი“ ქალაქ ღაზაში, პალესტინის მოედნის ქვეშ გვირაბების ქსელის აღმოჩენის შესახებ იუწყება.