რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს დადებითი მოლოდინი აქვთ. თუმცა ოპოზიციური პარტიები ყურადღებას უნგრეთის პრემიერ მინისტრის მიერ უკრაინასთან მიმართებით გაჟღერებულ პოზიციაზე ამახვილებენ და არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნულმა საფრთხე საქართველოსაც შეუქმნას. რა განცხადებები კეთდება საკითხზე.