ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, თბილისის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა პარტია დატოვეს. საერთო ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ახალმა მანეჯმენტმა პარტიის ღირებულბები სრულად შეცვალა და ნაციონალური მოძრაობა აქცია პარტიად, რომელიც არაფორმალური გზებით იმართება. ისინი ნიკა მელიას მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას ელოდებიან და ბრძოლის გაგრძელებასაც მასთან ერთად აპირებენ. ნაციონალური მოძრაობის უკვე ყოფილი წევრების განცხადებით, ტოვებენ პარტიას, თუმცა საკრებულოებში დეპუტატის მანდატებს კვლავ ინარჩუნებენ.