საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 13 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს. როგორც პრეზიდენტმა ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე განაცხადა, იმედოვნებს, რომ ამ ღონისძიებას დაესწრება საქართველოს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელი, პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც საქართველოს ევროპისკენ სვლაში მონაწილეობდნენ. პრეზიდენტის განმარტებით, სწორედ ეს არის კონსენსუსი, დეპოლარიზაცია და ერთობა, რაც გვჭირდება.