მასშტაბური ღონისძიება, „ბიბლუსის" საახალწლო ფესტივალი“ დღეს დასრულდება.
ფესტივალი სტუმრებს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში 22:00 საათამდე უმასპინძლებს.
გრანდიოზული ფასდაკლებებისა და განსაკუთრებული შეთავაზებების პარალელურად, ღონისძიება სპეციალური სადღესასწაულო პროგრამის თანხლებით მიმდინარეობს. პატარებს თოვლის ბაბუ და გუნდა, პონტოს გმირები და ილუზიონისტი, "იქსესისა" და "პეპელას" მასკოტები მასპინძლობენ. ბავშვები, ასევე სახის მოხატვის აქტივობასა და ფაზლების შეჯიბრში მონაწილეობენ.
რაც შეეხება „ბიბლუსის" საახალწლო ფესტივალზე წარმოდგენილ პროდუქციას, ორგანიზატორების განმარტებით, საგამოფენო სივრცეები მუდმივ რეჟიმში ივსება და მრავალფეროვანი ასორტიმენტი ხელმისაწვდომია.
ცნობისთვის, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მასშტაბური ღონისძიება, „ბიბლუსის" საახალწლო ფესტივალი“ 7 დეკემბერს გაიხსნა. ფესტივალში შემდეგი კომპანიები მონაწილეობენ: „ბიბლუსი“, „პეპელა“, “XS სათამაშოები“, „პალიტრა L”, “მინისო“, „კოსმო“, „ბადაგი“, „ჩიკორი“, „მულტი“, OLD SUPHRA, „ბაბალე“, „პრინტარეა“, „მანსარდი“, „ჩიკიტაი“ და „კესანე“. რაც შეეხება ფასდაკლებებს, "ბიბლუსი ჯგუფის“ კომპანიებში: "ბიბლუსის“, „პეპელას“, „XS სათამაშოების“ სრულ ასორტიმენტზე მომხმარებლები 40%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. დამატებით "თიბისის" Visa სადებეტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, ქეშბექის სახით მომენტალურად თანხის 30% უბრუნდებათ. ამასთან, განსაკუთრებული შეთავაზებები აქვთ ფესტივალში მონაწილე სხვა კომპანიებს. „ბიბლუსის" საახალწლო ფესტივალი“ 7-10 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, 11:00 საათიდან 22:00 საათამდე გაგრძელდება.