ექნება თუ არა ნიკა მელიას მიერ შექმნილ ახალ პოლიტიკურ ძალას პერსპექტივა. მმართველი ძალის განცხადებით, ის რაც ნაციონალურ მოძრაობაში ხდება არის დასტური, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლამ პარტია დაშლის პირას მიიყვანა. ოცნების ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები საზოგადოების ნდობის მოპოვებას ვერ შეძლებენ. ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესები უინტერესოა ოპოზიციის ნაწილისთვის.