აშშ-ის ტენესის შტატში ტორნადოსა და ძლიერი შტორმის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა. სტიქიის შედეგად შენობები განადგურდა და დასახლებები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს დაზიანებული ავტომობილები, წაქცეული ხეები და დანგრეული შენობები. შექმნილი მდგომარეობის გამო ქალაქის მერმა, ჯო პიტსმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დაწესდა ე.წ. „კომენდანტის საათი“.