საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც დიპლომატი აღნიშნავს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია, რასაც თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების პასუხისმგებლობა. ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი უნდა ჰქონდეს, ფუნდამენტური უფლებების დაცვის კუთხით. მისი თქმით, ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირის საფუძველს წარმოადგენს.