ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე ხელისუფლების დამარცხებისა და სააკაშვილის გათავისუფლების გზები განიხილეს. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ემიგრანტებს უახლოესი თვეების სამოქმედო გეგმაც გააცნო.