ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ინტენსიური ბრძოლა კიდევ ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება, - ინფორმაციას ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი Kan-ი ავრცელებს.
Kan-ის წყაროების ცნობით, აღნიშნული პერიოდის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება და ლოკალიზებული ოპერაციები განხორციელდება.
მომდევნო ორი თვის განმავლობაში, იქნება მცდელობები მეტი მძევლის გასათავისუფლებლად შეთანხმებების მიღწევის მიზნით.
Kan-ი იუწყება, რომ უახლოეს ორ თვეში ისრაელი ღაზის სექტორის მცხოვრებლების ნაწილს თავიანთ სახლებში დაბრუნების საშუალებას მისცემს, რაც აშშ-ის მოთხოვნა და ოპერატიული აუცილებლობაა.