ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თეთრი სახლის ლიდერის, ჯო ბაიდენის პოლიტიკური რეიტინგი მისი გაპრეზიდენტების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. რესპონდენტთა 37%-მა დონალდ ტრამპი, 31%-მა კი ჯო ბაიდენი დაასახელა. ორ კანდიდატს შორის არჩევის შემთხვევაში „რესპუბლიკელების“ ტრამპი 47%-ს, ბაიდენი კი 43%-ს აგროვებს. გამოკითხულთა მხოლოდ 23% ამბობს, რომ ბაიდენის პოლიტიკა პირადად მათზე დადებითად აისახა, 53% კი აცხადებს, რომ ბაიდენის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ისინი დააზარალა. გამოკითხვის ფარგლებში, 29-ი ნოემბრიდან 4-ხ დეკემბრამდე 1500-ი ამომრჩეველი გამოიკითხა.