ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მეზობელი ქვეყნის - გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონის, ესეკიბოს ანექსიის შესახებ 6 ბრძანებას მოაწერა ხელი. მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის ვენესუელის ახალი რუკის რატიფიკაცია და რეგიონი მმართველის დანიშვნაა. ნიკოლას მადურომ მეზობელი ქვეყნის, გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონი ესეკიბო ვენესუელის ახალ შტატად 6 დეკემბერს გამოაცხადა. გაიანის პრეზიდენტმა ირფაან ალიმ მადუროს ქმედებებს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევა უწოდა. ირფაან ალის თქმით, გაიანა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს. ესკიბოს რეგიონი, სადაც ნავთობის დიდი მარაგებია, ვენესუელასა და გაიანას შორის დავის საგანს მე-19 საუკუნიდან წარმოადგენს. ვენესუელაში 3 დეკემბერს გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 95%-მა ესეკიბოს რეგიონის მიერთებას დაუჭირა მხარი.