ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქედებები გრძელდება. მხარეებს შორის დაპირიპირების მთავარ ეპიცენტრად ქალაქი ხან-იუნისი რჩება. პალესიტნური მედიის ცნობით, ქალაქს ორი მხრიდან ისრაელი ჯარი უტევს და დასახლებას ეტაპობრივად იკავებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, სულ მცირე 420 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა და 5 000-ზე მეტი მათი ჯარისკაცი დაშავდა. ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამსახურის განცხადებით, ისრაელის ჯარის თავდასხმებს ღაზაში ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 310-ი ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში, ბოლო ორ თვეში, ღაზას სექტორში 17 500-ი პალესტინელი დაიღუპა. საბრძოლო მოქმედებების შედეგად 46 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ისრაელის მთავრობაში ამბობენ, რომ სამხედროებს კიდევ 3-4 კვირა დასჭირდებათ, რათა ხან-იუნისში სამხედრო ოპერაცია დაასრულონ და ამის შემდეგ ანალოგიური დრო, რათა „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზაში ომის პირველი ეტაპი დაასრულონ.