მასშტაბური ღონისძიება, „ბიბლუსის" საახალწლო ფესტივალი სტუმრებს საზეიმო პროგრამით მასპინძლობს. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გრძელდება. გრანდიოზული ფასდაკლებებისა და განსაკუთრებული შეთავაზებების პარალელურად, სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, როგორც პატარების, ისე მოზრდილებისთვის, არაერთი აქტივობა მიმდინარეობს. განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა ჟირაფი „ჟოზესა“ და მისი მეგობრების პრეზენტაცია, რომელმაც პატარების დიდი მოწონება დაიმსახურა. სტუმრების განწყობაზე გორის ქალთა და ბავშვთა კაპელამ იზრუნა. აღნიშნული ღონისძიება 7-დ დეკემბერს გაიხსნა და 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მომხმარებლები 40%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. გარდა ამისა, "თიბისის" Visa ბარათით გადახდის შემთხვევაში, მყიდველებს ქეშბექის სახით თანხის 30% უბრუნდებათ.