2023 წლის 9 თვის განმავლობაში საჯარო სექტორში კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე საქართველოს პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნა 99 პირის მიმართ დაიწყო. უწყების ცნობით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მიმდინარე წლის 9 თვეში საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის 117-ტ საქმეზე გამოძიება დაიწყო. გარდა ამისა, მოცემულ პერიოდში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო იმ 88 პირის მიმართ, რომლებიც საჯარო სამსახურში მუშაობდნენ, მათგან 10-ი ბრალდებული მაღალი თანამდებობის პირი იყო.