გადაინაცვლებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში? - ამ კითხვით „პალიტრანიუსმა“ დღეს პრეზიდენტს მიმართა - Palitra News

გადაინაცვლებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში? - ამ კითხვით „პალიტრანიუსმა“ დღეს პრეზიდენტს მიმართა

2023-12-09 18:46:57+04:00

გადაინაცვლებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში? ამ კითხვით „პალიტრანიუსმა“ დღეს პრეზიდენტს მიმართა და მას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასება სთხოვა. პრეზიდენტმა კითხვას ირონიულად უპასუხა და განაცხადა, რომ მისთვის ირაკლი კობახიძის ვინაობა უცნობია.