“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აშშ-ში ვიზიტს აგრძელებს. პარტიის ლიდერი ნიუ იორკში Amnesty International-ის ამერიკის ოფისის დირექტორს, პაულ ო ბრაიანს შეხვდა. ხაბეიშვილის განცხადებით, მან ო’ბრაიანთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი განიხილა. მხარეებმა ასევე საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის შესახებ არაერთ ფაქტზეც ისაუბრეს.