“შენი ხმა ევროკავშირს" - ამ სახელწოდებით თბილისში მსვლელობა გაიმართა. აღნიშნული მარში რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში, ევროპის მოედანზე მსოფლიოში ევროკავშირის ყველაზე დიდი ზომის დროშა გაიშალა, რომლის ვარსკვლავებიც, სიმბოლურად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიკერა.