რუსი და ბელარუსი სპორტსმენები 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით დაიშვებიან, ხოლო ომის აქტიურად მხარდამჭერი სპორტსმენები კი ოლიმპიადაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, ოლიმპიადაზე არ დაიშვებიან ის სპორტსმენები, რომელთაც რუსულ ან ბელარუსულ შეიარაღებულ ძალებსა ან სპეცსამსახურებთან კონტრაქტი აქვთ გაფორმებული. განცხადების თანახმად, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთისა და ბელარუსის სიმბოლიკა - დროშები, ჰიმნები და ფერები - აკრძალული იქნება, ხოლო ამ ქვეყნების მთავროვის წარმომადგენლებს ღონისძიებაზე არ მიიწვევენ.