უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 95 დაპირისპირება მოხდა. მათივე ცნობით, მტრის შეტევა განსაკუთრებით ძლიერია კუპიანსკის მიმართულებით, სადაც უკრაინულმა ჯარმა 11-ი შეტევა მოიგერია. გენშტაბის ცნობით, რამდენიმე კვირაა, რაც მტერი ავდიივკას დასახლების ალყაში მოქცევას ცდილობს, თუმცა უკრაინული ძალები დასახლების დაცვას მაინც აგრძელებენ. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის 900-ზე მეტი ჯარისკაცი მოკლეს, რის შედეგადაც ომში რუსეთის დანაკარგებმა 338 100-ს გადააჭარბა.