ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამხედრო კონფლიქტი გრძელდება. ისრაელის ჯარის მიერ ქალაქ ხან-იუნისის დაბომბვას 10 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ სამხედროებს კიდევ 3-4 კვირა დასჭირდებათ, რათა ხან-იუნისში სამხედრო ოპერაციის დაასრულონ, ამის შემდეგ კი, ანალოგიური დრო დასჭირდებათ, რათა „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზაში ომის პირველი ეტაპი დაასრულონ. ამასთან, სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ისრაელის ჯარის მიერ დაკავებული პალესტინელები ჩანან. BBC წერს, რომ ვიდეომასალა ავთენტურია და მასში ათობით პალესტინელი მებრძოლია ნაჩვენები - ისინი ღაზას სექტორში, ბეით ლაჰიაში დააკავეს. ბოლო მონაცემებით, უკანასკნელ ორ თვეში აღნიშნულ ომს 1 200-მდე ისრაელელი და 17 100-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.