საქართველოს თავდაცვის ძალების მორაგბეთა გუნდმა დუბაის საერთაშორისო ჩემპიონატში მე- 3 საპრიზო ადგილი დაიკავა. მორაგბეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე შეხვდა და აღნიშნული წარმატება მიულოცა. მან გუნდის წევრებს საერთაშორისო ტურნირში ქვეყნის წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის ძალების მორაგბეთა გუნდმა მეოთხედფინალში დიდი ბრიტანეთის გუნდი ანგარიშით - 14:12 დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა. დუბაის საერთაშორისო ტურნირი „დუბაის შვიდკაცა“ 29 ნოემბრიდან 4-ი დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა. ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის 32-ი გუნდი მონაწილეობდა.