ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს. ასევე ყურადღება გამახვილდა 2024 წელს დაგეგმილ პროექტებზე. საბჭოს წევრებმა სამუშაო რეჟიმში იმსჯელეს ქვეყანაში პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე; აღინიშნა, რომ ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს და ტენდენციის შესანარჩუნებლად მთავრობა მუშაობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.