პოლონეთის ქალაქ სოსნოვეცში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. პოლონური მედია წერს, რომ ქართველებმა 30 წლის კაცს სასტუმროში ჯერ სცემეს, შემდეგ კი მობილური ტელეფონები წაართვეს. დაზარალებული აცხადებს, რომ ჰოსტელის ნომერში მასთან ორი პირი შეიჭრა და თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი სცემეს და ორი ცალი ტელეფონი წაართვეს. პოლიციამ დამნაშავეები იმავე დღეს დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია წართმეული ტელეფონები, დანაშაული კი 12-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.