“შენი ხმა ევროკავშირს" - ამ სახელწოდებით დღეს, თბილისში მსვლელობა გაიმართება. აქცია 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მოეწყობა. სახალხო მარშის ფარგლებში, ევროპის მოედანზე მსოფლიოში ევროკავშირის ყველაზე დიდი ზომის დროშა გაიშლება, რომლის ვარსკვლავებიც, სიმბოლურად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიკერა. მსვლელობის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. როგორც ისინი ამბობენ, აღნიშნული მარშით, დასავლური ღირებებულებისადმი ერთგულებას კიდევ ერთხელ დაადასტურებენ და ევროკავშირს საზოგადოების ერთიანობას დაანახებენ. ღონისძიებას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან - ასევე ადგილზე საქართველოს პრეზიდენტიც უნდა მივიდეს. აღსანიშნავია, რომ მარშს "ქართული ოცნება" არ უერთდება.