ესტონეთმა და ლიეტუვამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება დაგმეს, რომელიც რუს და ბელარუს სპორტსმენებს 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის უფლებას აძლევს - Palitra News

ესტონეთმა და ლიეტუვამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება დაგმეს, რომელიც რუს და ბელარუს სპორტსმენებს 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის უფლებას აძლევს

2023-12-09 10:51:24+04:00

eსტონეთმა და ლიეტუვამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება დაგმეს, - ამის შესახებ ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ.

„რუსი სპორტსმენების დროშის გარეშე ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება, მათ ხელებზე არსებულ სისხლს ვერ მოწმენდს“, - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

„რუსეთი თავის გენოციდურ არმიაში სპორტსმენებსა და ქალებს იწვევს. ეს არ არის ნეიტრალიტეტი, ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ოლიმპიადა ნიშნავს“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

შეგახსენებთ, რომ 8 დეკემბერს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს და ბელარუს სპორტსმენებს 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის უფლება მისცა, ხოლო ომის აქტიურად მხარდამჭერ სპორტსმენებს მონაწილეობა აუკრძალა.