სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და უსაფრთხოების სფეროში მტკიცე თანამშრომლობის მნიშვნელობას, ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე. გრიგოლ ლილუაშვილმა და მარკ კლეიტონმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე.