სამოქალაქო სექტორი სახალხო მარშისთვის ემზადება. „ჩვენი ხმა ევროკავშირს“ ამ იდეის გარშემო გაერთიანებული სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მარშს, ხვალ 14 სათზე რესბუბლიკის მოედნიდან დაიწყებენ და ევროპის მოედანზე გადაინაცვლებენ. შეკრებას უერთდება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. მსვლელობის მიზანია ევროპამ კიდევ ერთხელ ქართველი ხალხის სულისკვეთება და ევროპულ ოჯახში გაწევრიანების სურვილი დაინახოს. ქვეყნის დასავლური სწრაფვა, დაგეგმილი მარში, დეტალები ნახეთ ჩვენი ჟურნალისტის ანკა შათირიშვილის მიერ მომზადებულ სიუჟეტში.