ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებამდე ცოტა დრო რჩება. უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი კი მოითხოვს, რომ ევროპელმა პარტნიორებმა წელს საბჭო არ ჩაატარონ, რადგან, მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინა მზად არ არის. ოპოზიცია აცხადებს რომ ვიქტორ ორბანი, რომელიც მათი აზრით, პრორუსული ნაბიჯებით გამოირჩევა, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის. მმართველ პარტიას კი საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვს. რას ამბობენ ქართველი დეპუტატები, ამას ცარო კირვალიძე გვეტყვის.