ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ევროკავშირის საბჭოს წინადადებით მიმართა, რომ 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ მიღებულ რეკომენდაციებზე გდაწყვეტილებები ერთიან პაკეტში განიხილოს. კომიტეტის მოწოდებამ ექსპერტებში სხვადასხვა აზრი გააჩინა. ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ფაქტორმა განაპირობა და ერთიანი პაკეტით შესაძლებელია ქვეყნების ბლოკირება თავიდან იყოს აცილებული. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს რომ ერთიან პაკეტში იმ ქვეყნების მოქცევა, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, არასწორია. როგორია ექსპერთა დამოკიდებულება და როგორ აფასებენ დეპუტატები ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოწოდებას დღის მთავარ გამოშვებაში ლუკა ცხვედიანის სიუჟეტიდან გაიგებთ.