რამდენიმე თვიან პასუხ გაუცემელ კითხვას, დატოვა თუ არა ნიკა მელიამ პარტია, ნაციონალური მოძრაობის მოქმედმაც და ყოფილმა თავმჯდმარემაც უპასუხეს. ნიკანორ მელიამ პარტიის დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა, რამდენიმე კვირით ადრე კი ლევან ხაბეიშვილმა ამის შესახებ, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ე.წ.ი პერფორმანსით გვამცნო. ნიკა მელია აცხდებს რომ მისი წასვლა პარტიაში არსებულ არაფორმალურ მმართველობას უკავშირდება, რაც მისთვის მიუღებელია. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ხმაურიანი მოვლენები გრძელდება. მელიას გადაწყვეტილებას უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. რას ამბობენ ისინი ამას ეკა უშხვანი გვეტყვის.