გიორგი გახარია ყოფილ თანაგუნდელებსა და ბიძინა ივანიშვილს უკვე ღიად აკრიტიკებს. ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან არსად წასულა და „ქართულ ოცნებას“ კულისებიდან მართავს. ქართული ოცნება გახარიას ბრალდებებს ტყუილს უწოდებს და მას წარსულს ახსენებს. ოპოზიცია გიორგი გახარიას ურჩევს მეტი თქვას, რადგან მატი თქმით მან მეტი იცის. კიდევ რაზე ისაუბრა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ და როგორ გამოეხმაურნენ მის გზავნილებს ქართველი პოლიტიკოსები, ამაზე უფრო ვრცლად საუბარს მერაბ პაპაშვილი გააგრძელებს.