რუსმა ოკუპანტებმა კიევს Tu-96-ის ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავებიდან დაარტყეს - Palitra News

რუსმა ოკუპანტებმა კიევს Tu-96-ის ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავებიდან დაარტყეს

2023-12-08 15:54:52+04:00

რუსმა ოკუპანტებმა კიევს Tu-96-ის ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავებიდან დაარტყეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა რაკეტა გაანადგურეს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, კიევის რეგიონში, ჩამოგდებული რუსული რაკეტების ნამსხვრევებმა რამდენიმე დასახლებაში კერძო სახლები დააზიანა.